Wednesday, October 16, 2013

1.პროექტის სახელწოდება - ,,საქართველოს ისტორიული ქალაქების ელექტრონული        კატალოგი".
2. პროექტის მთავარი იდეა - ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები               ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ისტორიული მასალის მოძიებას, ელექტრონული რესურსებით სარგებლობას.
3. პროექტის აქტუალობა - პროექტი აქტუალურია, რადგან მოსწავლეები შეძლებენ საქართველოს ისტორიისათვის კიდევ ერთხელ გადახედვას, ძიებას კონკრეტული მიზნით და შედეგის მიღწევას.  
4. პროექტის მიზნები - მოსწავლეებში ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების,          მართვის, დამუშავების, შეფასების, ანალიზისა და მასზე                                               დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების                                                   უნარ-ჩვევების გამომუშავება.
5. მონაწილეთა ასაკი - მე– 5 ,  მე–6 კლასები.   
6. ვადები/ხანგრძლივობა -  ერთი თვე.  
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას - პროექტზე          მუშაობით მოსწავლე შეძლებს , ისტ-ის გაკვეთილზე მიღებული                                              ცოდნა გააერთიანოს და კომპიუტერთან ურთიერთობის უნარ-                                                ჩვევები განავითაროს, გამოიმუშაოს ინფორმაციის                                                                        დამოუკიდებლად მოპოვების, მართვის, დამუშავების,                                                                შეფასების, ანალიზისა და მასზე  დაყრდნობით                                                                            გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარ-ჩვევები.                                                    მოსწავლეების მიერ შედგენილი ელექტრონული კატალოგით                                                  სარგებლობა შეეძლება სკოლის ყველა კლასს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ელექტრონული რესურსები - www.google.ge; ისტორიის სახელმძღვანელოები.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):  შეირჩევა თემა და დაისმება შესაბამისი შეკითხვები. მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, თითოეული იმუშავებს თითო ან მეტ ერთმანეთისაგან განსხვავებულ ქალაქზე.
თითოეული ჯგუფი ჩამოაყალიბებს ძირითად გეგმას, რის მიხედვითაც უნდა მოიძიონ ინფორმაცია.
დადგინდება თარიღი თითოეული კონკრეტული თემის განსახორციელებლად, ასევე დაისახება გეგმა, რომელი შემსრულებელი როდის გააკეთებს მის მიერ მიღებულ დავალებას.
როდესაც თითოეული ჯგუფი მოამზადებს მიღებულ დავალებას, ხდება მისი გამთლიანება, დახვეწა, რაშიც თითოეული მონაწილე მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს, ითვალისწინებს პროექტის ხელმძღვანელის რეკომენდაციებს.
შემდგომ ეტაპზე ხდება დასრულებული პროექტის პრეზენტაცია. მასწავლებელი ახდენს პროექტის შემაჯამებელ შეფასებას.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტის ფარგლებში ხდება საგნობრივი ჯგუფების ურთიერთკავშირი. კერძოდ, ისტ-ის კავშირი ისტორიასთან, გეოგრაფიასთან. ასევე ვსარგებლობთ და ვხელმძღვანელობთ ეროვნული სასწავლო გეგმით.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
                                თამილა ნაცვლიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
                                                    tamilanatsvlishvili64@gmail.com

13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
                                                    http://tamilanatsvlishvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment